რა არის საინტერესო ასტროლოგიაში?


   

რატომ ასტროლოგია?!  საზოგადოების უმეტესობას  გააჩნია ცოდნა, იმის შესახებ, რომ ასტროლოგია უძველესი დროიდან არსებობს, ხალხების ცხოვრებაში და ისტორიაში. ამ ფაქტის დასამტკიცებლად სახარებიდან მოგვების შესახებ თხრობას ვიხსენებთ  (იხ. მათეს სახარება 2-ე თავი),  ხოლო საქართველოს ისტორიულ-კულტურული ცხოვრებიდან, სვეტიცხოვლის დასავლეთ კედელზე არსებული ფრესკის არსებობაზე ვსაუბრობთ. 

  ასტროლოგიით დაინტერესებული ადამიანები ხშირად ვამბობთ: "ზოდიაქოს ნიშნების ფსიქოლოფიური დახასიათება საინტერესოა, რადგან ბევრ რამე ემთხვევა, მაგრამ ის უკვე მაღიზიანებს  დილიდან პროგნოზის გადახედვა რომ იციან ისე სახლიდან არ გავლენ " რეალურად ალბათ ეს ორივე ერთი და იგივეა, ასრტოლოგიაში სწორედ პროგნოზია მნიშვნელოვანი და მოდით განვმარტოდ რას ნიშნავს ეს სიტყვა.
   სიტყვა პროგნოზი-Πρόγνωση ბერძნული ენიდან შემოსული ნეოლოგიზმია, რომელიც სიტყვა სიტყვით ნიშნავს - წინასწარ ცოდნას, ქართულში კი მისი ანალოგი სიტყვა წინასწარმეტყველებაა. 
   პროგნოზი შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ:
  1.  ყველაზე ფართოდ გავრცელებულია, პლანეტების ტრანზიტული მოძრაობის შედეგად გაკეთებული ანალიზის საფუძველზე შედგენილი პროგნოზი.
  2.  ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, ნატალური (პირადი) რუქის ანალიზის საფუძველზე შედგენილი პროგნოზი, რომელიც ადამიანს წინასწარ ცოდნას აძლევს მისი რესურსების შესახებ, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. იგი გვიჩვენებს მოცემულობას და არა ბედისწერას, შესაძლებლობას და არა განაჩენს!!! 
   ასტროლოგია ადამიანთა გარკვეული ნაწილისათვის მეცნიერებას არ წარმოადგენს, არამედ მათვის ის ეზოთერიკის ერთერთი ნაწილია. შედარებისათვის შეგვიძლია გავიხსენოთ ექიმების დამოკიდებულება ექიმბაშების მიმართ, ამგვარად მეცნიერება ასტროლოგიას ეჭვის თვალით უყურებს. სკეპტიციზმთან ერთად უნდა ვახსენოთ კარლ გუსტავ იუნგი, რომელიც ასტროლოგიის ემპირიულ გამოცდილებას სათანადო ყურადღებას უთმობდა: "ფსიქოლოგიური დიაგნოზის გაკეთების დროს სირთულის წარმოჩენისას, მე ყოველთვის ვიყენებ ჰოროსკოპს და ღიად უნდა ვაღიარო რომ, ასტროლოგიური მონაცემების გამოყენება მუშაობის დროს ხშირად მიმსუბუქებენ საქმეს ". აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ ამგვარი ცოცხალი ინტერესის გამო ასტროლოგიის მიმართ, მისი რეპუტაცას მეცნიერულ წრეში მცირედით ჩრდილ ქვეშ აღმოჩნდა.
   ასტროლოგია, თუკი მას ეზოთერიკის ჭრილით განვიხილავთ ნაკლებად მისტიკურია ვიდრე სხვა მისი "დისწიპლინები". მისი ერთერთი დეფინიცია შემდეგნაირად ჟღერს: ასტროლოგია შეისწავლის ციური სხეულების ზემოქმედებას ცოცხალ ორგანიზმზე, უსულოსა საგნებზე და მათ რეაქციას ამ ზემოქმედების მიმართ.


   ციური სხეულის მეცნიერულად დამოწმებულ ზემოქმედებაზე მიუთითებს მსოფლიო ოკეანეების მიქცევისა და მოქცევის ციკლი, რომელიც დიდწილად მთვარის სიახლოვეს უკავშირდება დედამიწასთან. აქედან გამომდინარე ყალიბდება თეორია: ვინაიდან ადამიანის სხეული უმეტესად შედგება წყლისგან, მთვარის ფაზები გავლენა ახდებს ადამიანის ფსიქო-ემოციურ  განწყობაზე. ეს თეორია ალბათ ასტროლოგიურ ლოგიკას არ არის მოკლებული თუ გავიხსენებთ რომ ტვინის 73% წყლისაგან შედგება.


   სვადასხვა წყაროები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ არის ქვეყნები სადაც დაკვირვების შედეგად დაადგინეს: კრიმინალური დანაშაულების ჩადენის რიცხვი სავსემთვარეობისას, აშკარად აღემატება
მთვარის სხვა ფაზების დროს მომხდარ კრიმინალურ შემთხვევების რაოდენობას.   
   მხოლოდ მთვარეს, ამდენი მითი, თუ რეალობა უკავშირდება, რომლებიც ფართო მასებისათვის არის ცნობილი, ხოლო ასტროლოგიია ეს უფრო მაშტაბურია, ვიდრე მთვარის მოქმედება ადამიანებზე და ზოგადად დედამიწაზე. ამ ფერხულში ჩართულები არიან: 
  1. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი
  2. ზოდიაქოს თორმეტი სახლი
  3. ათი პლანეტა (ასტროლოგიაში მზეც და მთვარეც პლანეტებად მოიხსენიება)
  4. ოთხი მაჟორული ასპექტი



თითოეულ მათგანზე, მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე და ბევრ საინტერესოზე საუბარს გავაგრძელებთ მომდევნო სტატიებში. 
მადლობა ყურადღებისათვის.
პატივისცემით აკო.




Comments